Страницы

среда, 20 марта 2013 г.


პროექტის სახელწოდება: ,, საქართველოს საბადოები“
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოში არსებულ საბადოებს, მანგანეცის, მარილის და ა.შ. მათ ქიმიურ აგებულებას და გამოყენების სფეროებს.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები უკეთ გაეცნოებიან საქართველოს საბადოებში არსებულ ნივთიერებეს და ყოფაცხოვრებაში გამოყენების მაგალითებს.
პროექტის მიზნები: ნივთიერებების აგებულების ქიმიური ფორმულებით ჩაწერის, მათი გამოყენებისა და ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება; ისტ–ის საშუალებით ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, გაფორმება და ინტერნეტში გამოქვეყნება. ცხრილების, დიაგრამებისა და სქემების შექმნის უნარის განვითარება.
მონაწილეთა ასაკი: 15 წ.
ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე;
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება სხვადასხვა პრეზენტაციის ფაილები; შეიქმნება ბლოგი, რომელზეც განთავსდება შექმნილი ელექტრონული მასალები. შეიქმნება ნივთიერების აგებულების ცხრილები, სქემები და დიაგრამები. შეიქმნება ანგარიში;
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, ბიბლიოთეკა, თაბახის ფურცლები, ქიმიის ლაბორატორია.
პროექტის მსვლელობა: საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ, შეიქმნება პროექტის განხორციელების გეგმა და მისი განხორციელების ეტაპები. მოსწავლეებს დაევალებათ მოიძიონ და შეისწავლონ  შერჩეული თემის მიხედვით საქართველოში არსებული საბადოები, მათში მოპოვებული ნივთიერებები, ჩაწერონ ამ ნივთიერებების ქიმიური ფორმულების ცხრილი, შექმნან მათი გამოყენების სფეროების სქემები და დიაგრამები. შემდეგ მოძიებული და დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნან პრეზენტაციის ფაილები. მოხდება აზრების შეჯერება და დასკვნების გამოტანა. შეიქმნება ბლოგი, რომელზე განთავსდება დამუშავებული ინფორმაცია. მოსწავლეები შეაჯერებენ პროექტს და დაიწყებენ პროექტის ელექტრონული ანგარიშის  შექმნას. პროექტის ანგარიშს პრეზენტაციის სახით წარუდგენენ სკოლის მოსწავლეებს, მაწსავლებლებსა და თავიანთ მშობლებს. პროექტის ბოლოს  მოსწავლეები შეავსებენ თვითშეფასების ბარათებს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ, ქიმია, გეოგრაფია;
პროექტის ხელმძღვანელი: თამაზ კახიძე;
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: chxutunetis.skola@gmail.com;
პროექტის ბლოგი:  chxutuneti.blogspot.com